|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები 2 თვის სახელფასო დავალიანებას ითხოვენ

დღეს, ქუთაისში, პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა შენობის წინ აქცია გამართეს. მუშები ხელფასების დაგვიანებას აპროტესტებენ და არსებული 2 –თვიანი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას დაუყოვნებლივ მოითხოვენ.

მუშების საპორტესტო აქციაში 60–მდე ადამიანი მონაწილეობდა.
მუშების თქმით, მათ ყოვედღიური ანაზღაურება აქვთ, დღეში 20 ლარის ოდენობით, თუმცა დაახლოებით 2 თვია კუთვნილი ხელფასი არ მიუღიათ.
მუშებთან იმყოფებოდნენ ქუთაისის ვიცე–მერი ირაკლი ჯიქია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი წარმომადგნელები. მაგრამ, მათ მედიის თანდასწრებით, მუშებისთვის კონკრეტული დაპირებები ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით არ მიუციათ.
გაფიცული მუშების თქმით, მათ ხელფასების მიღებას ყოვედღიურად პირდებიან, თუმცა, სიტყვას არ ასრულებენ. მუშების თქმით, იმ შემთხვევაში თუ თანხა სრულად არ დაირიცხება, აქცია პერმამენტულ ხასიათს მიიღებს.
მართალია ამჯერად პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების აქცია ნახევარ საათში დასრულდა, თუმცა გაფიცული მუშები სამუშაოს არ დაბრუნებიან.
შეგახსნებთ, რომ ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას კომპანია "მაგი სტილი" ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლები მედიასთან კომენატარს არ აკეთებენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე