|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკონტროლო ნაგავსაყრელი დასახლებაში [Video]

ქუთაისში,  ნიკეას პირევლ შესახვევში თვითნებურად შექმნილი უკანონო ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს.  ადგილობრივ მცხოვრებლებს ხელოვნური ნაგავსაყრელის გამო, ანტისანიტარიის პრობლემები წლებია აწუხებთ.

"დიდი ხანია რაც აქ ხელოვნურად შექმნილი ნაგავსაყრელია. უკვე შეწუხებულები ვართ. განსაკუთრებით ზაფხულში. ბავშვები გარეთ ვერ გამოსულან და ისედაც როგორია დასახლებასთან ახლოს ნაგავსაყრელი?" – ამბობს ნიკეას ქუჩის პირველ შესახვევის მკვიდრი ლალი გოგონაძე.

ადგილობრივები ქალაქის მერიისგან ყურადღებას ითხოვენ. კერძოდ, კი უკონტროლო ნაგავსაყრელის ნაცვლად, მიმდებარე ტერიტორიაზე ისინი ხელისუფლებას გამწვანების იდეას სთავაზობენ.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ლევან ჭანჭალეიშვილის განმარტებით,  სხვადასხვა უბნებში  თვითნებურად წარმოქმნილი ნაგავსაყრელების  გაუქმება  ეტაპობრივად დაიწყება.

"ასეთი ნაგავსაყრელის პატარ–პატარა კერები მოისპობა და ის ადგილები  მოწესრიგდება", – ამბობს ჭანჭალეიშვილი.

ავტორი: თეკლა მორგოშია