სასამართლო პროცესი ჩხრეკისა და დაპირისპირების თანხლებით
ამ წუთებში ქუთაისის
საქალაქო სასამართლოში ამომრჩველის მოსყიდვაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ აქტივისტების
პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო მიხეილ მესხის, მიხეილ ამაშუკელის, გაგა ამბროლაძის,
ნინო ყურუასა და კობა ჯაბუას საქმეს განიხილავს, რომელთათვისაც პროკურატურა 3 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
ბრალდებულთა საქმეს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თვამჯდომარე ლევან თევზაძე განიხილავს. მიმდინარე პროცესზე
სასამართლოს მანდატურებმა თითოეული ბარლდებულის ოჯახის 5–5 წევრი დაუშვეს. დაწესებული
შეზღუდვა დარბაზში ადგილების სიმცირით ახსნენს.
აღნიშნულის გათვალისწინებით
პროცესზე დასწრების საშუალება არ მიეცათ ბრალდებულების მეგობრებსა და ახლობლებს, რამაც
მათსა და სასამართლოს მანდატურებს შორის შელაპარაკება გამოიწვია. პროცესზე ვერც ჟურნალისტები
მოხვდნენ.
პროცესის დასწრებას
წინ უძღოდა სხდომათა დარბაზში შემსვლელ პირთა უპრეცენდენტო ჩხრეკა. აღნიშნულმა ფაქტმა
„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების“ საქართველოს ეროვნული სექციის წარმომადგენლის, ზეინაბ
ფოლკენშტერნის აღშფოთება გამოიწვია.
„რა უფლება აქვთ
როდესაც ჩემს საფულესა და პირად ნივთებს ჩხრეკენ. მანახონ, რომელი კანონი ითვალისწინებს
ამას. ამათ ყველა უფლება საკუთარ თავზე მოირგეს,“ – განაცხადა ზეინაბ ფოლკენშტერნმა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე