|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ოცნება“ საქალაქო სასამართლოს წინ აქციას მართავს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებული აქტივისტების პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აქცია იმართება. საქალაქო სასამართლოს წინ შეკრებილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სასამართლოსგან სამართლიან გადაწყვეტილებას მოითხოვენ.  

„ოცნება არ იყიდება“, „სამართლის დროა“, „ჩვენ არ ვყიდულობთ ოცნებს“, „ვითხოვთ სამართლიან სასამართლოს“, „ოცნებას ვერ დაგვიტყვევებთ“ –  ასეთია ის სლოგანები და მოთხოვნები, რაც აქციის მონაწილებს აქვთ.

„ამ აქციით, ვითხოვთ სამართლიან გადაწყვეტილებას და სამართლიან სასამართლოს. ამ ხუთეულს, რომლებიც ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით არიან დაკავებულნი, ამომრჩველის მოსასყიდად არც თანამდებობდა, არც სოციალური და პოლიტიკური სტატუსი ქონდათ. იმედი გავქს, რომ ჩვენს სასამართლოებს ჯერ კიდევ შერჩენილი აქვთ საღი აზრი“ – ამბობს „ ქართული ოცნების“  ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი გია ქობალიანი.

შეგახსნებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ 5 აქტივისტის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.  სასამართლო ამომრჩველის მოსყიდვაში ბრალდებულების  –    მიხეილ მესხის, მიხეილ ამაშუკელის, გაგა ამბროლაძის, ნინო ყურუასა და კობა ჯაბუას საქმეს განიხილავს, რომელთათვისაც პროკურატურა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე