|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროკურორის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო

ამომრჩველის მოსყიდვაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული აქტივისტების საქმის არსებითი  განხილვა მიმდინარე წლის 21 აგვისტოს განახლდება.

პროცესის გადადების მიზეზად პროკურორ დავით ხარაიშვილის შუამგომლობა სახელდება.

„პროკურორმა თქვა, რომ მიმდინარე სხოდმისთვის მან სათანადო მტკიცებულებების მომზადება ვერ შეძლო. ამიტომ მოსამართლეს მოსამზადებლად დამატებითი დრო სთხოვა, რაზეც მოსამართლისგან თანხმობა დაყოვნებლივ მიიღო,“ – ამბობს ერთ–ერთი ბრლადებული ნინო ყურუა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხუთი აქტივისტი – მიხეილ მესხი, მიხეილ ამაშუკელი, გაგა ამბროლაძე, ნინო ყურუა და კობა ჯაბუა ამომრჩველის მოსყიდვაში არიან ბრალდებულნი. მათთვის პროკურატურა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე