|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „ნაციონალები“ წითელ მაისურებში საგანგებოდ შეკრიბეს [Video]

ქუთაისში,  "ნაციონალური მოძრაობის " აქტივისტები და ადგილობრივი მთავრობის  წარმომადგენლები დილიდან ცენტრალურ ბულვარში  იკრიბებიან. ციფრ 5–იანით გაფორმებულ წითელ მაისურში გამოწყობილი ახალგაზრდა აქტივისტების განმარტებით, შეკრების მიზეზი  მათთვის უცნობია. თუმცა, არსებული ინფორმაციით მათი შეკრება ქუთაისში  მთავრობის სხდომის მიმდინარეობას უკვაშირდება, რომელიც 12:00 საათზე დაიწყო.

"ჯერ არ ვიცით რა ხდება. გვითხრეს რომ პარალმენტთან თუ მთავრობის სახლთან უნდა გადავინაცვლოთ. მეტი მეც არ ვიცი", – გვითხრა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთმა აქტივისტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ მოისურვა.

ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ  ქალაქში "სასეირენოდ" გამოსვლის  განსაკუთრებული მიზეზი არ აქვთ. "ჩვენ გვიყვარს საქართველო და უბრალოდ, ყველანი ერთად გამოვედით სასეირნოდ. სხვა მეტი არაფერი არ ხდება. რა უნდა ხდებოდეს?", – ამბობს ქუთაისის მერიის საკრებულოს წევრი ნოე კუხიანიძე.

ავტორი: თეკლა მორგოშია, ანა ჯანაშია