|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაგრატის ტაძარზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს

დღეს,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის  მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ქუთაიში, ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამჟამად, სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, დგინდება გადახურვის დეტალები და ვადები.

ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები მინისტრთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკა ვაჩეიშვილმაც მოინახულა.

,,სამუშაოები ცხრილის მიხედვით მიმდინარეობს. ჩამორჩენა არ გვაქვს. ეს არის ნამდვილად ისტორიული პროექტი, იმიტომ რომ საუკუნეები ელოდა ყველა მის დასრულებას და მათი ნანაგრევებად დატოვების უფლება ჩვენ არ გვქონდა. ამას ითხოვდა ჩვენი ეკლესია, ჩვენი ხალხიც. შემუშავდა საუკუნოვანი გეგმა მოწონებული ყველა კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ. დღეს ჩვენი გეგმითი დათვალიერებაა“ - აღნიშნა ნიკოლოზ რურუამ.

კულტურის მინისტრის თქმით, ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე