|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დემოკრატია – უმრავლესობის ბატონობა, თუ უმცირესობის დაცვა

საქართელოში დემოკრატიის დღევანდელ  ხარისხს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები აკრიტიკებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ მხრივ ქვეყანა მკვეთრად ჩამორჩება.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წარმომადგენლებმა დღეს ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი, მიმდინარე წელს, მათ მიერ გამოცემული კრებულის, ,,საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევი“– ის პრეზენტაცია გახლდათ.

დამოუკიდებელ ექსპერტთა უახლეს ნაშრომში 44 ავტორის მიერ დაწერილი სტატიებია დაბეჭდილი. აღნიშნულ კრებულში განთავსებული თემები პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, სოციალური სფეროს, უსაფრთხოებისა და საქართველოში  დემოკრატიული პროცესების საკითხებს აერთიანებს.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა, სოსო ცისკარიშვილმა ქუთაისელ საზოგადოებას, დემოკრატიის არსის განსაზღვირისათვის, ორი სხვადასხვა ეპოქის, ცნობილი ადამიანების გამონათქვამები გააცნო. ცნობილი ფრანგი საზოგადო მოღვაწის (მწერალი, ფილოსოფოსი, ჟურნალისტი), ალბერ კამიუს მიხედვით –  ,,დემოკრატია არის არა უმრავლესობის ძალაუფლება, არამედ უმცირესობის დაცვა“. სოსო ცისკარიშვილმა ალბერ კამიუს პარალელურად, ლენინის სიტყვებიც გაიხსენა, რომლის მიხედვითაც დემოკრატიის მნიშვნელობა ,,ყირავდება“ და ,,დემოკრატია უმრავლესობის ბატონობაა“.

ალბერ კამიუსა და ლენინის დემოკრატიის არსის განმარტების ფონზე, საქართველოს დამოუკიდებელ ექსპერტთა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დღეს, უკვე ვეღარ ხერხდება  დადგინდეს, ამ ორი განმარტებიდან საქართველო რომელ მიმართულებას იზიარებს.

საქართველოს დამოუკიდებელ ექსპერტთა თქმით, მართალია ხელისუფლება ძალიან ამაყობს, ქვეყანაში არსებული დემოკრატიის ხარისხით. თუმცა ის, რომ საქართველო ნატოში ინტეგრგრირებისკენ ლიდერობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალობა სამთავრობო წარმომადგენლების გაცხადებულ სურვილებს ემთხვევა.

როგორც კრებულ ,,საქართველოს დემოკრატიცაციის გზამკვლევის“ –ის ერთ–ერთი ავტორი და ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი ამბობს, მათთვის შემაშფოთებელი აღმოჩნდა NDI – ის 2012 წლის კვლევის შედეგები. რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 49 % საქართველოში დემოკრატიის არსებობას ადასტურებს. ,,საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობამ, როგორც სჩანს კარგად არ იცის რას ნიშნავს დემოკრატია და რა არის მისი ძირითადი ფასეულობები“, –  ამბობს სოსოს ცისკარიშვილი. მისივე თქმით, კრებულის გამოცემის მიზანიც, დემოკრატის შესახებ  საზოგადოებამდე უფრო მეტი ინფორმაციის მიტანაა.

საქართველოს დამოუკიდებელ ექსპერტების აზრით, საქართველოს დემოკრატიის ხარისხზე ობიექტური წარმოდგენა საზოგადოებას  კრებულის გაცნობის შემდეგ შეექმნებათ. ,,ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოება გაეცნოს საქართველოს დამოუკიდებელ ექსპერტთა მთელი წის ნააზრევს. ამ კრებულს ჭირდება ჯერ წაკითხვა და შემდეგ ღრმა ანალიზი“, – ამბობს ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია.

,,დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი ყველაზე აქტიურ და მნისვნელოვან საკითხებს ყოველთვის აშუქებს. ყველაზე მთავარი თემა საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესია. ამიტომაც ამ კრებულში განთავსებული სტატიები სწორედ იმის ანალიზს ეძღვნება რამდენად არსებობს ეს დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში“, – ამბობს საქართველოს დამოუკიდებელ ექსპერტთა მმართველი საბჭოს წევრი ლია მუხაშავრია. მისივე თქმით, საქართველო დემოკრატიისგან ჯერ კიდევ ძალიან შორსაა.

დამოუკიდებელ ექსპერტთა წარმომადგენლებმა კრებულის პრეზენტაცია მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყეს. როგორც ირკვევა, ისინი გორის, ოზურგეთის, რუსთავის, თელავის, ახალციხისა და ბათუის მოქალაქეებს შეხვდნენ. აღნიშნული ტიპის შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, როგორც ექსპერტები განმარტავენ პარალელურად განახორციელებენ.

კრებული ,,საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევი“ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ,,ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

ავტორი: ანა ჯანშია