კახა კუკავა: „სადაც გამარჯვების შანსი არ გვექნება, მაჟორიტარ კანდიდატებს არ წარვადგენთ“
ქუთაისი, ხარაგაული, ჭიათურა, ბაღდათი დ თერჯოლა - ეს ის რაიონებია, სადაც „თავისუფალი
ქართველოს“, „თეთრებისა“ და „ტრდიციონალისტთა“
კოალიციამ მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატები წამოადგინეს. წარდგენა „თავისუფალი საქართველოს“
ქუთაისის ოფისში მოხდა.
როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ მაჟორიტარი
კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, ყველა საარჩევნო ოლქში, სადაც ისინი მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენენ,
გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. კუკავამ აქვე აღნიშნა, რომ იმერეთის რეგიონი მათთვის პრინციპული
იქნება.
ქუთაისში გამარჯვებისთვის იმერეთის ყოფილი გუბერნატორი
და მანამდე, ქუთაისის ყოფილი მერი – თემურ შაშიაშვილი იბრძოლებს. ხარაგაულში „თავისუფალი
საქართველოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი – გია ყრუაშვილი. საქართველს პარლამენტში მოსახვედრად კვლავ იბრძოლებს
ჭიათურის მაჟორიტარი კანდიდატი თემურ ჯაფარიძე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი
წევრია. ბაღდათის მაჟორიტარ კანდიდატს ადვოკატი იაგო გულებაძე წარმოადგენს. ხოლო თერჯოლის
ბედი იაზონ აბულაძეს ანდეს.
„ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ გამარჯვების საკითხს. შესაბამისად,
სადაც გამარჯვების შანსი არ გვექნება,
იქ მაჟორიტარ კანდიდატებს არ წარვადგენთ და ამით
შეურაცხყოფას არ მივაყენებთ ამომრჩეველს,“ - განაცხადა
კახა კუკავამ.
თავად ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმდინარე
წლის 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს პოლიტიკური დიდგორი უწოდა და განაცხადა,
რომ ისინი არა სკამებისთვის, არამედ საქართველოს გადარჩენისთვის იბრძვიან.
„ამომრჩეველს ვპირდები ერთგულ და ღირსეულ ბრძოლას ღირსელი
საქართველოსთვის. ჩვენ ხმას არ ვყიდულობთ. მე ვარ ადამიანი, ყველაზე მეტად ვისაც შეუძლია ქუთაისის გადარჩენა. ვინც იცის, რა შეიძლება გაკეთდეს ქუთაისში და რა შეიძლება
გააკეთოს ქუთაისმა საქართველოსთვის,“ - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.
კახა კუკავას თქმით, უახლოეს დღეებში კოალიცია იმერეთის დანარჩენ რაიონებში და საქართველოს მასშტაბით
მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის კამპანიას გააგრძელებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე