რატომ იყრის კენჭს აკაკი ბობოხიძე წყალტუბოდან?
ქუთაისის მაჟორიტარი
დეპუტატი აკაკი ბობოხიძე მომავალ პარლამენტში კენჭს წყალტუბოდან იყრის. წყალტუბოს მაჟორიტარი
დეპუატატობის კანდიდატად ბობოხიძე დღეს, არაოფიციალურად
წყალტუბოს გამგეობის შენობაში წარადგინეს.
გამგეობის შენობაში
აკაკი ბობოხიძე პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა
წარადგინა. წარდგენას იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და წყალტუბოს ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომაგენლებიც ესწრებოდენ.
აკაკი ბობოხიძის
წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენას ადასტურებს წყალტუბოს საკრებულოს
თავმჯდომარე და ამ ფაქტს დადებითად აფასებს. მამუკა საღარეიშვილის თქმით, აკაკი ბობოხიძის
მაჟორიტარობა წყალტუბოს ძალიან წაადგება.
„აკაკი ბობოხიძე
ძალიან კარგი კადრია. მოგების შანსებზეც არ არის საუბარი. მას 100–იანი მხარდაჭერა
ექნება. ის იმერეთის გუბერნატორი იყო და რაიონის პრობლემები და მიმდინარე პროექტები
მისთვის კარგად ცნობილია. ამიტომ ის წარმატებით
გააგრძელებს დაწყებულ საქმეებს. წყალტუბოს ძალიან წაადგება მისი მაჟორიტარობა,“
– ამბობს მამუკა საღარეიშვილი.
newpress–ი აკაკი ბობოხიძესთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუ რატომ
მოხდა მისი კანიდიდატურის დასახელება წყალტუბოში?
თუმცა, ის სატელეფონო ზარს არ პასუხობს.
ამჟამად აკაკი ბობოხიძე
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატია, მანამდე ის იმერეთის გუბერნატორი და კიდევ უფრო ადრე,
ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ. ამ დრომდე
ცნობილი იყო, რომ წარმოშობით ხონელი ბობოხიძისათვის, სასურველი რაიონის მაჟორიტარობისთვის
სწორედ ხონი იყო, თუმცა, მოულოდნელად მისი კანდიდატურა წყალტუბოში წარადგინეს.
„ხონელობა რა შუაშია?
ხონელი არ იყო ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი რომ გახდა? ის მთელს რეგიონს კარგად იცნობს,“
– ამბობს მამუკა საღარეიშვილი.
ავტორი: თეა ზიბზიბაძე