ვანო მერაბიშვილი: ,,მეტ შრომას მეტი ხელფასი სჭირდება”
ვანის რაიონში ახალი სამედიცინო დაწესებულების რეაბილიტაცია
დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები დღეს პრემიერ - მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და ჯანდაცვის
მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაათვალიერეს. მინისტრები სამედიცინო პერსონალსაც შეხვდნენ
და გაესაუბრნენ. მათ ექიმებს რაიონული საავადმყოფოების მმართველ კომპანიებთან მიღწეული
შეთანხმება გააცნეს, რომლის მიხედვითაც 1 - ლი სექტემბრიდან სამედიცინო პერსონალის
ხელფასები გაიზრდება. გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანიებმა აიღეს პასუხისმგებლობა,
პირველი აგვისტოდან დაზღვევით უზრუნველყონ ჰოსპიტალურ ქსელში მომუშავე სამედიცინო პერსონალი.
,,ექთნებსა და სანიტრებს უნდა გავუზარდოთ ხელფასი. რაც
მეტი იქნება მომართვიანობა, მით მეტი შრომა დაჭირდებათ. მეტ შრომას კი მეტი ხელფასი
სჭირდება. აქ მცხოვრებლებს აღარ მოუწევთ ოპერაციების თბილისში და ქუთაისში გაკეთება.
ყველა საჭირო პროცედურას აქ გაივლიან“ - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე