|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მიწებს წინასაარჩევნოდ ჰყიდიან?

ქუთაისში მიწის ნაკვეთის პრივატიზება ისევ განახლდა. საუბარია,  ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე არსებულ მიწის  ნაკვეთზე, რომლის გაყიდვის პროცესი მიმდინარე წლის იანვრიდან ამდრომდე  შეჩერებული იყო.

მერიამ ამდროისთვის საპრივატიზაციო  ობიექტების ნუსხაში   82 ერთეული მიწის ნაკვეთი გამოიტანა. ამის შესახებ საკრებულომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. 

ადგილობრივ თვითმმართველობაში მიწის ნაკვეთის პრივატიზების შეჩერების საკითხს  ტექნიკურ ხარვეზებს უკავშირებდნენ. კერძოდ, მერიაში  ელქტრონული აუქციონთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობდნენ, რომლითაც გეგმავდნენ მიწის ნაკვეთის გაყიდვას.

ქუთაისში 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება 9 ლარიდან 50 ლარამდეა. "ეს დამოკიდებეულია  იმაზე, თუ  რა ადგილზე უნდა ადამიანს მიწის ნაკვეთის შეძენა. ბუნებრივია, ქალაქის ცენტრში და პერიფერიაში განსხვავებული ფასი იქნება", – განმარტავენ მერიაში. 

მიწის ნაკვეთის პრივატიზების განახლების გადაწყვეტილებას  საკრებულოს ოპონენტი დეპუტატი, "ახალი მემარჯვენების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა მღვდელაძე იწონებს. თუმცა, ამბობს, რომ თვითმმართველობამ  ეს გადაწყვეტილება, მიზანმიმართულად, არჩევნებს დაამთხვია. "რამდენი ხანია ქუთაისში მიწის ნაკვეთი არ გაყიდულა რიგით მოქალაქეებზე. რადგან მსხვილ ინვესტორებს უცდიდენენ. ახლა საკრებულოს გადაწყვეტილება თვითმმართველობისთვის ორმაგად მომგებიანია. ერთი ის,  რომ მოიგეს იმ ადამიანების გულები, რომლებიც წლებია ვერ ახერხებდნენ მიწის ნაკვეთის შეძენას და მეორე, წინასაარჩევნოდ ბიუჯეტში სრულიად ლეგალურად შედის საკმაოდ სერიოზული თანხა, რომელსაც თავიანთი საარჩევნო კამპანისათვის დახარჯავე, – ამბობს "ახალი მემარჯვენეების" მაჯორიტარობის კანდიდადტი ქუთაისში მამუკა მღვდელაძე.  

ავტორი: თეკლა მორგოშია