|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ საკაბელო მაუწყებლობამ ქუთაისშიც ჩართო

ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ ქუთაისში საკაბელო მაუწყებლობაში ჩაერთვნენ. ამის  შესახებ საკაბელო ტელევიზია  შპს „სატელიტ–სერვისის“ დირექტორმა გელა მეფარიშვილმა განაცხადა. 

„ოპერატორმა აღნიშნული არხები 2 აგვისტოს ჩარო. მარეგულირებელი კომისია ჩვენ ორი თვით გვავალდებულებს მათ  ჩართვას, მაგრამ მოსახლეობა რომ შეეჩვევა, შემდეგ ძნელია ამოთიშვა. ჩვენს სამაუწყებლო პაკეტში ჩართული გვქონდა  ადგილობრივი ტელეკომპანია "რიონი".  "მაესტრო" და "მეცხრე არხი" უცხოური არხების ხარჯზე მოხვდნენ პაკეტში, რადგან სადგურს 55 არხზე მეტის ჩართვის შესაძლებლობა არ აქვს. თუ  არჩევნების  შემდეგ მოსახლეობა  მოინდომებს  სამაუწყებლო პაკეტში  "მაესტროსა" და "მეცხრე არხის" დატოვებას,  შესაძლოა საკაბელო ოპერატორმა მათი თხოვნა დააკმაყოფილოს. ოღონდ ამ შემთხვევაში სადგურს გაძლიერება  მოგვიწევს, " – ამბობს  გელა მეფარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელეარხების საკაბელო და სატელიტური კომპანიების პაკეტში ჩართვა, must carry–ს პრინციპით ხორციელდება.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე