დავით ბაქრაძე პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებულ სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე
ქუთაისის პარლამენტში დასაქმებულ იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც მშენებლობაზე საზაფხულო
დასაქმების პროექტის ფარგლებში მოხვდნენ. 50–მდე სტუდენტს დავით ბაქრაძე პარლამენტის
გადმოტანისა და საზაფხულო დასაქმების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
,,ერთ –ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის დასაქმება და
სამუშაო ადგილების შექმნა. სტუდენტების საზაფხულო დასაქმებაც არის ნაწილი იმ ინიციატივის,
რაც ამ თვალსაზრისით მთავრობამ შეიმუშავა უკანასკნელ პერიოდში. ძალიან კარგია, რომ
ამ ახალგაზრდებს თავიდანვე, სტუდენტობიდანვე უყალიბდებათ დამოკიდებულება შრომის მიმართ,
საკუთარი შრომით ნაშოვნი ანაზღაურების მიმართ. ეს არის ჩვენი ამოცანა, რაც შეიძლება
მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული ქვეყანაში. უახლოეს წლებში მინიმუმ უნდა გავანახევროთ
უმუშევრობა“ – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
სტუდენტები საზაფხულო დასაქმების ფარგლებში 20–ივლისიდან
20–აგვისტომდე იმუშავებენ და ანაზღაურების სახით, 500 ლარს მიიღებენ.
,,საზაფხულო დასაქმებაზე გავაგზავნე მონაცემები, შემთხვევითობის
პრინციპით მოვხვდი პარლამენტში. ძირითადად, რასაც ვაკეთებთ ტერიტორიების დასუფთავებაა.
დროის გარკვეულ მონაკვეთში ვეხმარებით აქ დასაქმებულებს. იქედან გამომდინარე რომ სტუდენტებისათვის
ზაფხულის პერიოდი თავისუფალი დროა, ჩემთვის მნიშვნელოვანია მუშაობა, რადგან აქ აღებული
თანხით სასიამოვნოდ დავისვენებ“ – ამბობს სტუდენტი მონიკა მარღანია.
დღესვე, დავით ბაქრაძემ მშენებარე პარლამენტის შენობა
ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარეს დაათვალიერებინა, რომელიც შვებულებას საქართველოში
ატარებს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე