„ნაციონალებმა“ თერჯოლაში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს
იმერეთის რეგიონში „ნაციონალურიმა მოძრაობამ“ პირველი
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა. თერჯოლის რაიონში „ნაციონალებმა“ კახა
ბუცხრიკიძე წარადგინეს.
სახელისუფლებო კანდიდატი თერჯოლის რაიონის მოსახლეობას
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ წარუდგინა. მან ადგილობრივ მცხოვრებლებს მთავრობის
ახალ სამთავრობო გეგმაზე და პრიორიტეტებზეც ესაუბრა.
,,დღეს დავიწყეთ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა.
დავიწყეთ თერჯოლის რაიონიდან. ახალი კანდიდატის ამოცანაა მივიდეს ყველა სოფელში, ყველა
ოჯახში იმისთვის რომ იცოდეს რა აწუხებს ხალხს, რა არის გასაკეთებელი და თანდათანობით
დავიწყოთ ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას. ჩვენთვის ქვეყანა
იწყება კონკრეტული ოჯახებიდან და თერჯოლის მაჟორიტარობის კანდიდატსაც აქვს სწორედ ეს
დავალება“ – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
,,ჩემი საქმიანობა დაიწყება იმით, რომ მე შემოვივლი
ყველა სოფელს, შევხდვდები მოსახლეობას, მოვისმენ მათ პრობლემებს და შევეცდებით გადავჭრათ
და მივიყვანოთ ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე“ – ამბობს კახა ბუცხრიკიძე.
კახა ბუცხრიკიძეს 1997-2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა, 2006-2008 წლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, 2008-2009 წლებში - სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2009-2010 წლებში - თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი.
დღესვე, „ნაციონალური მოძრაობა“ ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატს დაასახელებს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე