|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კადრი უცვლელია

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატად რაიონის ამჟამინდელი დეპუტატი თემურ კოხოძე წარადგინა.  წარდგენა არწივიძეების ოჯახში მოხდა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ ოჯახური ტიპის საწარმო ახალ კანდიდატთან ერთად დაათვალიერა.

დავით ბაქრაძის თქმით, მთავრობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი, სწორედ, სამუშაო ადგილების შექმნა და სასოფლო – სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაა, რისთვისაც მსგავსი ტიპის საწარმოების განვითარებას ხელისუფლება ხელს შეუწყობს.

,,ეს არის კარგი მაგალითი იმის, თუ რისი გაკეთება გვინდა სასოფლო – სამეურნეო კუთხით. ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა, სასოფლო – სამეურნეო პროდუქციის ჩაბარების ხელშეწყობა. გლეხებს ჰქონდეთ სამუშაო ადგილები მსგავსი ტიპის საწარმოებში. ამაში, ჩვენი კანდიდატიც დაეხმარება მოსახლეობას, რომელიც ბევრს აკეთებდა და გააკეთებს იმისთვის, რომ დაეხმაროს სოფლეს, ბიზნესს და მთლიანად რაიონს“ – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

,,ჩვენი ერთ – ერთი პრიორიტეტი სწორედ ხალხის დასაქმებაა. საწარმოები კი ამ კუთხით საუკეთესო საშუალებაა. მაქსიმალურად ხელს შევუწყობ და დავეხმარები მათ განვითარებაში“ – აღნიშნა თემურ კოხოძემ.

ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი და ახლა უკვე მაჟორიტარობის „ახალი კანდიდატი“ თემურ კოხოძე საქართველოს პარლამენტის წევრად 2008 წელს იქნა არჩეული.  თემურ კოხოძე კომპანიათეგეტა მოტორსისადა ყველა მისი შვილობილი ფირმის მფლობელი და დამფუძნებელია. ასევე, 2011 წელს მისი საკუთრება გახდა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტი საირმე.

თემურ კოხოძე მე – 7 მოწვევის პარლამენტში მოხვედრამდე, ასევე, ბაღდათის რაიონის ფირმა ,,ბაღდათის“ პრეზიდენტი და თბილისის შპს ,,იკარუსის“ დირექტორი იყო.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე