ქუთაისში მოსახლეობას ბინების უფასოდ დაკანონებას ჰპირდებიან
ქუთაისის მერია ადგილობრივ მაცხოვრებელბს საცხოვრებელი კორპუსების უფასო პრივატიზებას სთავაზობს. ამ მიზნით, მერიის საბინაო მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური საცხოვრებელი კორპუსების აღწერას ახორციელებს. კორპუსების აღწერას სტუდენეტები საზაფხულო დასაქმების პროგრამის ფარგლებში აწარმოებენ.
„სრული ინფორმაცია თუ რაში სჭირდებათ ეს აღწერა არ ვიცით. მხოლოდ ის ვიცით, რომ წინასაარჩევნოდ ბინების პრივატიზება უფასოდ უნდა მოხდეს“, – განუმარტეს აღმაშენებლის გამზირის #27–ში მაცხოვრებლებს კორპუსების აღსაწერად მისულმა სტუდენტებმა.
როგორც მერიის საბინაო მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში განმარტავენ, სტუდენტური დასაქმების პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ სამსახურში საგანგებოდ 24 სხდასხვა სახის პროექტები შეიქმნა, სადაც 237 სტუდენტია დასაქმებული. საბინაო მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თენგიზ აბულაძის განმარტებით, სტუდენტების მიერ კორპუსების აღწერა 26 ივნისიდან დაიწყო.
„ერთ–ერთი არის პრივატიზებული საცხოვრებელი კორპუსების აღწერა. აღწერის შედეგად დაფიქსირებული არაპრივატიზებული კორპუსების დაკანონება მოხდება, რომელსაც ჩვენი სამასხური სრულიად უფასოდ გააკეთებს“, – ამბობს თენგიზ აბულაძე. როგორც საბინაო სამსახურში განმარტავენ, სტუდენტებისათვის შექმნილი სამასახურები მათ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში დაეხმარებათ.
ავტორი: თეკლა მორგოშია