ხსოვნის კვირეულის ფარგლებში დროშები ქუთაისშიც დაუშვეს
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის კვირეულს
ქუთაისიც შეუერთდა. იუსტიციის სახლში დილიდან დროშები დაუშვეს.
,აგვოსტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის კვირეულს ქუთაისის
იუსტიციის სახლიც უერთდება, რისთვისაც მათი ხსოვნის პატივსაცემად დროშები დავუშვით“
– აღნიშნა ქუთაისის იუსტიციის სახლის მენეჯერმა თიკო კუპრაშვილმა.
პრეზიდენტის განკარგულებით, ორი დღის განმავლობაში,
7 და 8 აგვისტოს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დროშები დაეშვება. დღეს დილით დროშები
დაუშვეს თბილისშიც, უმაღლესი საკანონმდებლო
ორგანოს შენობის წინ.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა