|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ქართულმა ოცნებამ“ წყალტუბოში შტაბის უფროსი შეცვალა?!

კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაციის შტაბის უფროსად ,,რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე დაინიშნა. ამ დრომდე, კოალიციის შტაბის მმართველად ჯეირან ლიპარტელიანი მოიაზრებოდა, რომლის ოფიციალურად წარდგენა წყალტუბოს ორგანიზაციის გახსნის დღეს მოხდა. ნატო ქათამაძის თქმით, ფაქტობრივ შეცდომას აქვს ადგილი და ჯეირან  ლიპარტელიანი აღნიშნულ პოსტს არასდროს იკავებდა.

,,წყალტუბო ჩემთვის უცხო რაიონი არ არის, ამიტომ ამ ქალაქისთვის ახალი და უცხო კადრი ნამდვილად არ ვარ. არ დანიშნულა ჯეირან ლიპარტელიანი შტაბის უფროსად. ლიპარტელიანი დაინიშნა ოფისის ხელმძღვანელად. შტაბი მაშინ იწყებს ფუნქციონირებას, როცა არჩევნები ცხადდება და მაჟორიტარი კანდიდატი ჩნდება“ – აღნიშნა ნატო ქათამაძემ.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოში ,,ქართული ოცნების“ სახელით მაჟორიტარობის კანდიდატიც ,,რესპუბლიკური პარტიის“ წევრი პაატა ზაქარეიშვილია.  

ავტორი: ხათუნა მაისურაძე