|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს არტ-ფესტივალი ქუთაისში

7 აგვისტოს საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირის ქუთაისის ორგანიზაციაში „საქართველოს ხელოვნების ფესტივალი“ გაიმართა. ორგანიზაციამ ფესტივალის იმ ეტაპს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებული ფესტივალის რეგიონებში გაგრძელებას გულისხმობდა. ორგანიზატორთა ინფორმაციით ფესტივალი, და ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი გამოფენა, მთელ საქართველოს მოივლის და ყველა რეგიონში გამოიფინება.

პროექტის შესაბამისად 30-ზე მეტი მხატვრის ნამუშევარი წარმოდგენილი იყო ქუთაისშიც, საგამოფენო დარბაზ „ვარლაში“.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მხატვრების დაჯილდოებაც. ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მხატვრების ჯილდოებზე წარდგენა მხატვართა კავშირის ადგილობრივ ორგნიზაციებს მიენდოთ.

ქუთაისის მერიამ და მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციამ აღნიშნულ ჯილდოებზე 6 მხატვარი წარადგინეს: მოქანდაკეები გურამ კვიმსაძე და აკაკი კიკვაძე, მხატვრები ოთარ ქანდარია, არჩილ ჩოგოვაძე, მიხეილ ჩოგოვაძე და ჯეირან ფაჩუაშვილი.

გამოიცა კატალოგი, სადაც წარმოდგენილი გახლდათ კავშირის წევრი, ყველა თაობის მხატვრების ნამუშევრები. რომლებიც „კიდევ ერთხელ გვაზიარებენ მშვენიერების სამყაროს და უკეთესად გვაცნობენ კულტურულ ღირებულებებს“, - აღნიშნულია კატალოგში.

„მშვენეირების სამყაროსთან“ ზიარებაა ფესტივალის მიზანიც, ყოველ შემთხვევაში ამაზე მიუთითებდნენ შეხვედრაზე.

7 აგვისტოს საღამო მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციაში სიმღერით დასრულდა. სიმღერით, რომელიც მხატვრებს მიეძღვნა. იგი მომღერალმა ეთერ კაკულიამ შეასრულა.

ავტორი: ნიუპრესი