აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ქუთაისში პატივი მიაგეს
აგვისტოს ომში დაღუპულ ქართველ გმირებს ქუთაისში პატივი
მიაგეს და მემორიალი „დედის ცრემლები“ ყვავილებით შეამკეს. დაღუპული გმირების სულის
უკვდავსაყოფად ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ პარაკლისი აღავლინა.
აქციაში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
"ჩემი შვილი შეეწირა ქვეყნის გამთლიანებას, ომში იღუპებიან ჯარისკაცები, ეს გარდაუვალია. ჩვენი მოვალეობაა ვილოცოთ მათ სულებზე" – ამბობს მამა რევაზი.
,,გვინდა ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ იმ ოჯახებს, ვინც შვილები დაკარგეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და ყველანი შვუერთდეთ იმ კვირეულს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ამ გმირების ხსოვნას და არასდროს დაგვავიწყდება 2008 წლის 8 აგვისტო“ – აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ.
კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები იმერეთის ყველა რაიონში
გაიმართება.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იმერეთის რეგიონიდა
36 ახალგაზრდა დაიღუპა.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე