|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძის სხვა კანდიდატურით ჩანაცვლების თაობაზე ინფორმაცია არ დასტურდება

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" ქუთაისში მაჟორიტარ კანდიდატს გუბაზ სანიკიძეს სხვა კანდიდატურით ცვლის, არ დასტურდება. ინფორმაციას სანიკიძის შეცვლის შესახებ ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

"ქარული ოცნების" ქუთაისის შტაბში აცხადებენ, რომ ინფორმაცია მაჟორიტარი კანდიდატურის შეცვლის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.
"გუბაზ სანიკიძის სხვა მაჟორიტარი კანდიდატით შეცვლა არ იგეგმება. გუბაზ სანიკიძე არის ქუთაისში და იქნება ბოლომდე," – ამბობს "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბის უფროსი ზაზა მეთაფლიშვილი.
სავარაოდოდ, "ქართული ოცნება" ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ბრიფინგს ხვალ გამართავს.  

ავტორი: ნიუპრესი