|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებით ვცდილობთ არსებული რეალობის შეცვლას“

 „ახალი მემარჯვენეები“ ლიდერმა დავით გამყერელიძემ დღეს ამბროლაურის, ლენტეხისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატები  პარტიის ქუთაისის ოფისში წარადგინა.

ლენტეხში „ახლების“ კანდიდატს ამავე  რაიონის მკვიდრი მირიან ლიპარტელიანი წარმოადგენს. როგორც გამყრელიძემ მისი წარდგენისას აღნიშნა, ლიპარტელიანი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ბიზნესში და მან კარგად იცის ლენტეხის გასაჭირი.

რაც შეეხება ამბროლაურის მაჟორიტარობის კანდიდატს, ის პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა დონაძეა. გამყრელიძემ იმედი გამოთქვა, რომ დონაძე ამბროლაურის მოსახლეობის სერიოზულ მხარდაჭერას მოიპოვებს.

ბაღდათში კი   „ახლებმა“ მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიის ახალგაზრდუული ფრთის წარმომადგენელი ბენო გეგეჭკორი დაასახელეს. დავით გამყრელიძის თქმით, მცირე ასაკის, 28 წლის  მიუხედავად, გეგეჭკორმა დიდი გამოცდილების დაგროვება და ბაღდათის მოსახეობის პრობლემატიკის შესწავლა შეძლო.

„ჩვენ ერთგვარ ტრადიციად ვაქციეთ ქუთაისის ოფისიდან მაჟორიტარების წარდგენა. ეს ადამინები ღირსეული პიროვნებები არიან. ისინი ყველა ამომრჩველს შეხვდებიან და აუხსნიან, რატომ უნდა მისცენ ხმა პარტიას. კონკურენცია ძალიან სერიოზულია. ხელისუფლება ცდილობს თავისი რესურსის გამოყენებას და მისი კანდიდატების გამარჯვებას. ჩვენ ერთი მხრივ, მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებით ვცდილობთ არსებული რეალობის შეცვლას, მეორე მხრივ, მაჟორიტარი არის გამწევი ძალა პარტიისთვის, რომ მან მოსახლეობას გააცნოს პარტიის პრიორიტეტები და გზავნილი,“ - ამბობს დავით გამყრელიძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე