|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ქუჩები დაიტბორა

ამ წუთებში ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის ქუჩები დატბორილია. განსაკუთრებული მძიმე მდგომარეობაა რუსთაველის, წერეთლისა და ფოთის ქუჩებზე, ასევე, ავტოქარხნის დასახლებაში და ჭავჭავაძის გამზირზე.

წყლის დონის მომატების გამო, ცენტრალურ ქუჩებში ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალა. გადაკეტილია წერეთლისა და ფოთის ქუჩებთან არსებული გზა. გზაზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. გზის გადაკეტვის გამო, შეფერხებით მოძრაობს საქალაქო ტრანსპორტი.
ძლიერი წვიმის გამო, ქუჩებზე არსებული წყალი მაღაზიებსა და საცხოვრებელ სახლებშიც შევიდა. 

ავტორი: ნიუპრესი