ქუთაისში ორი მამაკაცი გარდაიცვალა ჯართის მოპოვებისას
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სადაო ტერიტორიაზე ჯართის მოპოვებისას ორი ადამიანი გარდაიცვალა.
იმედა გაბრიჩიძე და დავით ძნელაძე ბეტონის ღობეს შლიდნენ, როდესაც კედელი ჩამოინგრა და ნანგრევებში მოჰყვნენ.ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
ტერიტორია, სადაც გარდაცვლილები ჯართს უკანონოდ მოიპოვებდნენ, წინასწარი ინფორმაციით, დაყადაღებულია და დაახლოებით ორი წელია სასამართლო დავის საგანს წარმოადგენს. ერთ-ერთი მოდავე შპს "ნავთობპროდუქტია", რომლის ხელმძღვანელს ედიშერ კაცაძეს ამ წუთებში ქუთაისში, პოლიციის პირველ სამმართველოში კითხავენ.
იმედა გაბრიჩიძე და დავით ძნელაძე ლევან სამსახაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანეს.
newpress-ი მომხარ ფაქტზე აგძელებს დამატებითი ინფორმაციის გარკვევას
ავტორი: ხათუნა მაისურაძე