"ჰერკულესის" ქარხანაში მუშა 3 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა
ქუთასისში, შპს „ევრაზიანსთილსის“ კუთვნილ ქარხანა „ჰერკულესში“ დღეს, მუშაობის პროცესში ერთი მუშა დაშვდა. როგორც ქარხანის მუშები აცხადებენ, ინდოელი მუშა 3მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა.
„მიწიდან 3 მეტრის დაშორებით ღუმელები დგას, სადაც ადამიანები მუშაობენ. დღეს ერთ-ერთი ინდოელი მუშა გადმოვარდა. პატრული და სასწრაფო დახმარების მანქანები იმყოფებოდნენ. აქ ისეთი სამუშაოა, ადამიანების დაშვების ფაქტი ხშირია. დაშავებულები ძირითადად იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ, თუმცა ეს მუშა სად წაიყვანეს არ ვიცით,“ - ამბობენ ქარხანაში დასაქმებულები. როგორც ირკვევა, დაშავებული მუშა პირველ სმენაში იმყოფებოდა. აღნიშნული სმენა 08:00 საათიდან 16:00 საათამდე ასრულებს სამუშოს.
მეტალურგიულ ქარხანაში მუშის დაშავების ფაქტს ადასტურებენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ქუთაის ოფისში. ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ემილო გუმბერიძის თქმით, მათთვის უცნობია დაშვებული მუშის ადგილსამყოფელი, თუმცა ცნობილია, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.
„დაშავებულები ხშირად საავადმყოფოში არ გადაყჰავთ, რადგან მკურნალობა ძვირი ჯდებაო. ამას წინ ერთ-ერთ დაშვებულ ქართველ მუშას საკუთარ სახლში მკურნალობდნენ,“ -ამბბოს გუმბერიძე.
„ჰერკულესის“ დირექტორის მოადგილე მომხდარ ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ სერიოზული არაფერი ყოფილა.
„მუშას ფეხი დაუცდა და დაახლოებით მეტრი-მეტრნახევარი სიმაღლიდან გადმოვარდა. კონტროლის მიზნით საავადმყოფოში მაინც წავიყავანეთ და გამოკვლევა გავუკეთეთ. მუშა იქ არ დაიტოვეს და ახლა სახლში იმყოფება,“ - ამბობს ვასო ჩხენკელი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე