|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დამისამართების პრობლემა გადამისამართებით და უყურადღებოდ დარჩენილი ქუთაისლები [Video]

ქუთაისში, ზაზა მალანიას  ქუჩის მაცხოვრებელები დამისამართების საკითხის მოწესრიგებას ითხოვენ. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, მოუგვარებელი პრობლემის გამო, კომუნალური გადასახადები სხვადასხვა მისამართზე მისდით.

„წლების წინ გადააკეთეს ქუჩის  სახელი. ადრე ეს იყო წულუკიძის  სახელობის ქუჩა, შემდეგ  – გ. ტაბიძის, ახლა კი მალანიას სახელობისაა. თუმცა, კომუნალური გადასახადები ძველ მისამართებზე მოგვდის.  ვითხოვთ, დაგვაბრუნონ ძველ მისამართზე ან ახალი მისამართი შეიყვანონ საჯარო რეესტრის მონაცემებში?! – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები დოდო ნიკოლაძე.

„გ. ტაბიძის  პირველ შესახვევად ითვლეობდა  ეს ჩიხი. მაგრამ უკვე ოთხი  წელია მალანიას ქუჩის სახელწოდება მოგვცეს. რა აზრი აქვს კარებზე რა ეწერება, საბუთებში ისევ ძველი სახელწოდებით  თუ ვართ. სახლების გაყიდვა რომ მოგვინდეს, რა მისამართზე ვართ ჩვენც არ ვიცით“, – აცხადებენ მალანიას ქუჩის მცხოვრებლები.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ  ქალაქში დამისამართების საკითხის მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. რაც შეეხება, მალანიას სახელობის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემას: „მათი პრობლებლემის შესახებ არაფერი ვიცოდით. თავის დროზე მალანიას ქუჩისთვის  სახელწოდების მინიჭებაც მოსახლეობის მოთხოვნით მოხდა. თუკი ახლა კომუნალურ გადასახდებთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ, ამის შესახებ საჯარო რეესტრს უნდა მიმართონ“, – ამბობს ქუთაისის საკრებულოს წევრი მერაბ მეშველიანი.

მოსახლეობა კი აცხადებს, რომ საჯარო რეესტში განცხადება ჯერ კიდევ შარშან დაწერეს, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ ჩანს, ისევე, როგორც თვალით არ უნახავთ პრობლემის გასაცნობათ ადგილზე მისული ხელისუფლების წარმომადგენლები.


ავტორი: თეკლა მორგოშია