|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

NDI–ს დახურული შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან“ ქუთაისში


„ქალბატონი მონიკა ლე როი დაინტერესდა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობით, საარჩევნო სიებით, იმ დარღვევებით, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს.  სადამკვირვებლო მისია დაინტერესებულია  იმით, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ და თანაბარ პირობებში.  უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონი მონიკა საკმაოდ ინფორმირებული აღმოჩნდა მიმდინარე პროცესების შესახებ. როგორც მან განაცხადა, სადამკვირვებლო მისია დაფუძნდება  დასავლეთ საქართველოში და ის იქნება ჩვენი ხშირი სტუმარი,“ – აღნიშნა  კოალიციის ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა გია ქობალიანმა.

თავად, NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა მონიკა ლე როიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარი არ გააკეთა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე