|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნიკეას ნაგავსაყრელი ქუთაისის ეკოლოგიური კატასტროფის ეპიცენტრია“

ქუთაისში მდებარე  ნიკეას ნაგავსაყრელთან „ქართულმა ოცნებამ“ დღეს,  ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის თემას ნაგავსაყრელზე  არსებული ეკოლოგიური ვითარება და ის საფრთხე წარმოადგენდა, რომელსაც ესა უკანასკნელი ქალაქსა და მის მახლობლად მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებს  უქმნის.

კოალიციის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის გუბაზ სანიკიზის თქმით, ნიკეას ნაგავსაყრელი ქალაქის ეკოლოგიური კატასტროფის ეპიცენტრს წარმოადგენს. როგორც სანიკიძე ამბობს,  ვითარება განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში რთულდება, როდესაც ნაგავსაყრელი ინფექციური დაავადებების მიზეზი ხდება.

„ნაგავსაყრელი არ არის იზოლირებული  მოსახლეობისგან და ის განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის.  აქ არის არანორმალური სიმყრალე.  ნიკეას დასახლებაში ძალიან ხშირია ბავშვთა მოწამვლისა და  ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევები. როცა „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს არჩევნებში, პირობას ვდებ დავაყენებ საკითხს, რომ  ეს ნაგავსაყრელი სასწრაფოდ მოშორდეს ქალაქის დასახლებას,“ – ამბობს გუბაზ სანიკიძე.

როგორც კოალიციაში აცხადებენ, მოსახლეობამ ქალაქის მერიას საკითხის მოგვარების თხოვნით ბევრჯერ მიმართა, თუმცა მათგან სათანადო  რეაგირება არ ყოფილა. კოალიციაში ვარაუდობენ,  რომ  ნაგავსაყრელის საკითხი ოტქომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე არ მოწესრიგდება.  „ქართული ოცნების“  გარემოს დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელის ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით 63–მდე ლეგალური და 300–მდე სტიქიური ნაგავსაყრელია.

ქუთაისში არსებული ნიკეას ცენტრალური ნაგავსაყრელიც უკანონოდ ფუნქციონირებს.  

„უნდა მოხდეს ნაგავსაყრელების კონსერვაცია და არა უბრალოდ მიწის მიყრა,“ – ამბობს ჩხარტიშვილი.  

ნიკეას ნაგავსაყრელთან დაკაბშირებით  ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. ცნობილია მხოლდ ის, რომ მერიის დაკვეთით ნაგავსაყრელის კონდერვაციის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დაიწყო და სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. სამუშაოებს გერ­მა­ნი­ის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის საკ­რე­დი­ტო ბან­ KFW აფინანსებს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე