|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ზედმეტი აქტიურობისთვის“ დაკავებული „ოცნების“ აქტივისტი უკვე გაათავისუფლეს

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის აქტივისტი ზაზა ადეიშვილი, რომელიც ძალოვნებს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში დაკითხვაზე ჰყავდათ, რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. როგორც დაკითხვიდან გამოსული ადეიშვილ ამბობს, პოლიციელებმა მას ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს, თუმცა მის სიხლში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობა არ დადასტურდა.

„მითხრეს, ნამეტანი დარბიხარ და ნამეტანი აქტიურობ. შენი მანქანა გვეჩხირება თვალში და ხელს გვიშლისო“, – ამბობს დაკითხვიდან გამოსული ზაზა ადეიშვილი.

„ქართული ოცნების“ აქტივისტს ქუთაისში, პოლიციის #2 განყოფილებაში კითხავდნენ. ის ძალოვნებმა დღეს, დაახლოებით 11 საათზე, წერეთლის ქუჩაზე აიყვანეს. ადეიშვილის დაკითხვის პერიოდში პოლიციის განყოფილებაში არ შეუშვეს არც მისი ადვოკატი და არც სახალხო დამცველის რწმუნებული.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე