,,მანსარდების მოწყობის პროექტი მთავრობას ერთი ლარი დაუჯდება“
ქუთაისში მანსარდების მოწყობის თემაზე ,,ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა მღვდელაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, მოსახლეობას პროექტების დამტკიცებაზე, რომელიც 1000 ლარი უჯდებათ, ადგილობრივ თვითმმართველობაში გაურკვეველი მიზეზით უარს ეუბნებიან.
,,პროექტი რატომღაც იბლოკება და მოსახლეობის განცხადებებს ყურადღებას არ აქცევენ. არადა, ამ პროექტის განხორციელება ნამდვილად გაალამაზებს ქალაქს, გააუმჯობესებს და მოსახლეობისთვის 1 მილიონ კვადრატულ ფართს გახდის სასარგებლოს. ეს დაჯდება დაახლოებით ერთი მილიონი ლარი ანუ ერთი პროექტი მთავრობას ერთი ლარი დაუჯდება“ - აღნიშნა მამუკა მღვდელაძემ.
ქალაქში მანსარდების მიშენებისა
და დაშენების საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობაში კომენტარს
არ აკეთებენ.
ავტორი: ხათუმა მაისურაძე