საარჩევნო ადმინისტრაცია ქუთაისში მუშაობას მიმდინარე თვის ბოლოდან შეუდგება
ქუთაისში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესი
ბოლო ეტაპს გადის. ამ დროისათვის უკვე განსაზღვრულია საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა. აღნიშნულ
კომისიაში თითო წევრის სახით თავიანთი წარმომადგენლები
ჰყავთ „ნაციონალებს“, „ქრისტიან–დემოკრატებს“, „მრეწველებს“, „კონსერვატორებს“, „ლეიბორისტებს“,
„ევროპელ დემოკრატებსა“ და „ქრისტიან–დემოკრატიულ სახალხო პარტიას“. საოლქო კომისიის
შემადგენლობის გარდა, ცნობილია იმ კონკურსის შედეგებიც, რომელიც საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციების
დაკომპლექტების მიზნით გამოცხადდა.
ქალაქის მასშტაბით
127 საუბნო საარჩევნო კომისია მოქმედებს.
საუბნო კომისიების 13 წევრიანი შემადგენლობიდამ 6 წევრი საოლქო კომისიამ კონკურსის წესით უკვე შეარჩია.
დანარჩენი 7 წევრის დანიშვნა პოლიტიკური პარტიების პრეროგატივას წარმოადგენს. როგორც
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი ამბობს,
პოლიტიკურმა პარტიებმა საუბნო კომისიებში მათთვის სასურველი კანდიდატები უკვე წარმოადგინეს.
„ ამ ეტაპზე პარტიების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას
ვსწავლობთ. ჩვენს მიერ გამოცხადებულ კონკურსში
776 განაცხადი შემოვიდა. მათგან კომისიამ 762 შეარჩია. უკვე ვემზადებით პირველი შეკრებისთვის,
რომელიც სავარაუდოდ 27–28 აგვისტოს იქნება.
ამ შეკრებაზე საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და მდივნებს
ავირჩევთ. ამის შემდეგ კომისიები მუშაობას დაიწყებენ. ადგილზე გამოიკვრება საარჩევნო
სიებიც, სადაც ამომრჩევლებს საკუთარი თავის გადამოწმება შეეძლებათ,“ – ამბობს ავთანდილ
ოსეფაიშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე