არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები საინფორმაციო პორტალზე განთავსდება
საპარლამენტო
არჩევნების შესახებ დაინტერესებული მხარეებისათვის ინფორმაციის მიწოდება, წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების აღრიცხვა– ეს იმ პორტალის
მიზნებია, რომლის პრეზენტაციაც ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
www. Eleqtionsportal.ge - ასეთია
იმ გვერდის მისამართი, რომლის საშუალებით მოქალაქეებს
ინფორმაციის გაცნობის გარდა, არჩევნებსა და დარღვევებთან დაკავშირებული მათ ხელთ არსებული
მონაცემების განთავსებაც შეეძლებათ. საარჩევნო პორტალი სამი არასამთავრობო ორგანიზაციის
– „სამართლიანი არჩევნების“, „საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და ‘საერთაშორისო
გამჭვირვალობა–საქართველოს“ ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. როგორც ორგანიზაციების
წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი პრეზენტაციები ყველა რეგიონში ეტაპობრივად ჩატარდება,
ხოლო საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გვერდი საპრეზიდენტო არჩევნების რეჟიმში
განაგრძობს ფუნქციონირებას.
„საზოგადოებას საშუალება მიეცემა გაეცნოს განახლებულ
ინფორმაციას რეგიონებში დაფიქსირებული სავარაუდო ინცინდენტებისა და დარღევევების შესახებ.
ამ ეტაპზე გვერდი არის წინასაარჩევნო რეჟიმში. არჩევნების დღეს სიტემატურად განახლდება ინფორმაცია და ასევე, დაიდება არჩევნების
შედეგები,“ – ამბობს „სამართლიანი არჩევნებისა
და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ქუთაისის რეგიონული კოორდინატორი თეონა გოგიშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე