|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატად პავლე კუბლაშვილი დასახელდა

ტყიბულის რაიონის სოფელ დაბაძველში, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ რაიონს, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატი, პავლე კუბლაშვილი წარუდგინა. შეხვედრა მოსახლეობასთან მოცვის პლანტაციებში შედგა, სადაც მთავრობის ახალ პროგრამებზე ისაუბრეს.  „მეტი სარგებელი სოფელს“ - ამ სლოგანის ქვეშ პარლამენტარებმა, მოსახლეობას პარტიის სამოქმედო პროგრამა გააცნეს და რაიონში არსებული პრობლემების მოგავრებას დაპირდნენ.

კუბლაშვილი მოქმედი პარლამენტის დეპუტატი, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელია. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მცირე ბიზნესის ხელშეწყობა სოფლად მნიშვნელოვანია, რათა სოფლის მეურნეობა სწორად განვითარდეს.

,,ძა;ოან მნიშვნელოვანია, რომ სოფელში დასაქმებულ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება,
შემოასავალი. ჰქონდეთ მეტი სარგებელი იმით, რომ ტყიბული ვითარდება, შახტა ვითარდება. ქალაქი ვითარდება, ინფრასტრუქტურა წინ მიდის“ - აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.

დღესვე, დავით ბაქრაძე ვანისა და ჩოხატაურის მაჟორიტაობის კანდიდატებს დაასახელებს. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე