იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არსებულ 5 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად კოტე ლომიძე დაინიშნა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილედ - იუზა უგულავა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიცია რეზო რობაქიძემ დაიკავა, ხოლო იგივე სამსახურში სპეციალისტად ანნა დუბროვა დაინიშნა. კვლავ ვაკანტურია აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობა, აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი იანვრის ბოლოს გამოცხადდება.
ავტორი: ნიუპრესი