ომარ ნიშნიანიძე: "არ გამოვრიცხავ, ვიღაცებმა განგებ ჩამომაშორეს"
„ქართული ოცნების“ მაჟორიტართა სიაში განხორციელებული
ცვლილების შედეგად, კოალიციის თერჯოლის მაჟორიტარობის კანდიდატმა ომარ ნიშნიანიძემ
პარტიულ სიაში გადაინაცვლა. მაჟორიტარობის
ყოფილი კანდიდატი პარტიულ სიაში ყოფნას უფრო მოსახერხებლად თვლის, თუმცა არ გამორიცხავს,
რომ გარკვეულმა პირებმა განგებ ჩამოიშორეს.
თერჯოლის რაიონში ომარ ნიშნიანიძის ზაალ გოგსაძით ჩანაცვლების გადაწყვეტილება გაერთიანების ლიდერმა
ბიძინა ივანიშვილმა დღეს გააჟღერა. გავრცელებული ინფორმაციით,
ნიშნიანიძის
ცვლილება
შესაძლოა,
კოალიციის
თერჯოლის
შტაბში
არსებული
შიდა
დაპირისპირების
გათვალისწინებით
მოხდა.
როგორც
თერჯოლაში
მცხოვრები
"ქართული
ოცნების"
ერთ–ერთი აქტივისტი
ამბობს,
კოალიციის
თერჯოლის
შტაბში
"ოცნების"
რეალური
გულშემატკივრების
ნაცვლად
ფსევდო
აქტივისტები
მოხვდნენ,
რომლებიც კოალიციას შავ პიარს უკეთებენ.
„ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ სიტუაცია ხელმძღვანელი პირებისთვის
მიგვეწვდინა. ომარ ნიშნიანიძესაც ველაპარაკეთ. გაურკვევლობამ საბოლოო ჯამში ის მოიტანა,
რომ თერჯოლის შტაბში მაჟორიტარობის კანდიდატს აუჯანყდნენ,“ – ამბობს აქტივისტი.
ომარ ნიშნიანიძე
მაჟორიტართა სიის ცვლილებაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით
განმარტავს, რომ გარკვეული უთანხმოება ყველგან არის.
„არ გამოვიცხავ, რომ ვინმე მართლაც შემოგზავნილი იყოს.
როდესაც მე დავიწყე საარჩევნო კამპანია, რამდენიმე კარგი შეხვედრა მქონდა. ვიღაცებმა
დაინახეს, რომ შეიძლებოდა გამემარჯვა. არ არის
გამორიცხული, ვიღაცებმა განგებ ჩამომაშორეს.
მე გადავედი პარტიულ სიაში, რაც უფრო კარგია. ზაალ გოგსაძეს პოლიტიკურ ბატალიებში ალბათ
ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს და ამიტომაც მიიღეს
ეს გადაწყვეტილება. ზაალ გოგსაძეს მაქსიმალურად დავეხმარები, რადგან ჩვენ არ ვიბრძვით
სკამებისთვის. ჩვენთვის მთავარია გამარჯვება
და საქართველოს გადარჩენა,“ – ამბობს ომარ ნიშნიანიძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე