|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ახვლედიანი: "10 მილიონი დაიხარჯა სააკაშვილის ოცნების ასრულებაზე"

„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ახვლდიანმა, ქუთაისში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. გიორგი ახვლედიანი დღეს, გოგოლისა და წერეთლის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და ამომრჩევლებს პარტიის სლოგანი „სამართლიანი ტარიფები ხალხს“ გააცნო.

გოგოლის ქუჩაზე მაცხოვრებლების თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე დაახლოებით ერთი წელია წყლის ცენტრალური მილიდან  სასმელი წყალი იღვრება. დაღვრილი წყლის საფასურს კი მოსახლეობა იხდის. გარდა ამისა, ისინი წყლის გაზრდილ საფასურსაც აპროტესტებენ.   

„წყალმომარაგების კომპანიიდან იყვნენ  მოსული. ერთი წერტილი გააკეთეს და ჩაწერეს, რომ გოგოლის ქუჩაზე სასმელი წყლის დაღვრის პრობლემა მოგვარებულია. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილს წყალი საერთოდ არ აქვს ან კიდევ  მრიხცველი დავალიანების მიზეზით დალუქული აქვს,“ – ამბობენ გოგოლის ქუჩაზე მაცხოვრებლები.  გაზრდილ ტარიფებს  შეეხებოდა საუბარი წერეთლის ქუჩის მე–6 ჩიხში მცხოვრებ მოსახლეობასთანაც. მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას  პრობლემის ადგილობრივი თვთითმმართველობისათვის  გაცნობასა და რეაგირებას დაპირდა.

„სასმელი წაყალი, რომლიც ჩვენი რესურსია  50 თეთრი ღირს. წყალში, რომელიც იღვრება ქუთაისში, იგივე ფასს ვიხდით, რასაც გაზში, რომელიც სხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს.  რაც არ უნდა ამტკიცოს ხელისუფლებამ, რომ ის ქუთაისის აღმშენებლობითაა დაკავებული, ის ქუთაისის განადგურებითაა დაკავებული, როდესაც  1 წელია ამ ხალხს არ აქცევს ყურადღებას. სამაგიეროდ, 10 მილიონი ლარი დაიხარჯა ვველოგზის მოწყობაზე და სააკაშვილის ოცნების ასრულებაზე,“ – ამბობს გიიორგი ახვლედიანი. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე