|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი “ლეიბორისტები” მოსახლეობის წყლის გადასახადისაგან გათავისუფლებას ითხოვენ

ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციამ დღეს,  ქუთაისში, სეეკის წინ აქცია გამართა. მშრომელები  მარეგულირებელი კომისიიდან იმ გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ, რომლის თანახმად, ივლისისა და აგვისტოს თვეების წყლის გადასახადისგან მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გათავისუფლდება.

ლეიბორისტები აღნიშნულ მოთხოვნას იმით ხსნიან, რომ  ზაფხულის ცხელ დღეებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობას წყალს შეფერხებით აწვდის. ხოლო იმ  შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი კომისია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, პერმანენტულ აქციების გამართვით იმუქრებიან.

ქუთაისელი ლეიბორისტების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სემეკში კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე