|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის დამხმარე შენობის მშენებლობას კიდევ ერთი მუშა ემსხვერპლა

23 წლის ლევან სილაგავა დაიღუპა დღეს, 24 აგვისტოს ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე – ამ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

newpress-ის ინფორმაციით შემთხვევა პარლამენტის დამხმარე შენობის მშენებლობის ადგილას მოხდა.
"ლევან სილაგავა მარტვილის რაიონიდან იყო. ოჯახის ახლობლების თქმით, მას ხარაჩოზე ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან ჩამოვარდა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ასევე არ დასტურდება "ფეისბუქში" გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მას ეპილეფსია სჭირდა. ახლობლების ინფორმაციით, სილაგავს ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობს და მისი დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს," – ნათქვამია "ნეტგაზეთის" მიერ გავრცელებულ მასალაში. http://netgazeti.ge/GE/105/News/12351/ 
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, პარლამენტის მშენებლობის პროცესში ეს უკვე მეორე მსხვერპლია. თავდაპირველად, მიმდინარე წლის 7 ივნისს, პარლამენტის კანცელარიისათვის განკუთვნილი შენობის ნგრევისას მშენებლობაზე დასაქმებული 60 წლის რეზო ნებიერიძე დაიღუპა.

ავტორი: ნიუპრესი