|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ახლები“ ბიზნესისთვის მიტოვებული შენობების სიმბოლურ ფასად გადაცემას ქუთაისშიც ითხოვენ

"ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა მღვდელაძე დღევანდელი ბრიფინგით პარტიის იმ  ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სახელმწიფომ მიტოვებული შენობები მცირე და საშუალო ბიზნესს ადამიანების დასაქმების პირობით უნდა გადასცეს, სიმბოლურ ფასად. მღვდელაძემ ბიზნესის განვითარების ინიციატივა ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე ერთ–ერთ მიტოვებულ  შენობასთან გააჟღერა.

„ყოფილი „ატეესის“ შენობა, რომელიც კომუნისტების დროს აშენდა, დახლოებით 5 000 კვ. მეტრ ფართს მოიცავს.  მმართველობის 8 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ შენობის ამოქმედება.  ხელისუფლებას ინვესტიციები  მსხვილი ინვესტორებისათვის ფართების 50–წლიანი იჯარით გადაცემაში წარმუდგენია. ჩვენ გამოვდივართ ინიციტივით, რომ ამგვარი მიტოვებული შენობების თითო  კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცეს მცირე და საშუალო ბიზნესს, რომ მათ უზრუნველყონ ადამიანების დასაქმება,“ – ამბობს მამუკა მღვდელაძე. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე