|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„პარლამენტის სამუშაოებს სირბილით ვასრულებთ“

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მთავრობის სახლიდან საკანონმდებლო ორგანომდე ტერიტორიაზე შემოსასვლელი ხიდები კეთდება. გარე ტერიტორიის გარდა, სამუშაოები შიდა ტერიტორიაზეც ხორციელდება.

„პარლამენტში ძირს  მარმარილოს ქვები  იგება.  მინის კონსტრუქციას, რომელიც შენობას გარს აკრავს, მუშები ახლა რეზინისა და წებოს გამოყენებით ამაგრებენ. პარლამენტის მიდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს საშვთა ბიუროსა და  კანცელარიის მშენებლობა. კანცელარიის დიდი ნაწილი უკვე შეიმინა.

ასევე, მოხდება   ტერიტორიის გამწვანება და ხეების დარგვა,“ - ამბობენ საკანონმდებლ ორგანოს  მოწყობაზე დასაქმებულები.

მუშების განცხადებით, პარლამენტის მოწყობის პირველი ეტაპის მსგავსად, მიმდინარე სამუშაოებზე დროში ახლაც შეზღუდულები არიან.  ამიტომ „სამუშაოებს ახლაც სირბილით ვასრულებთ,“ - ამბობენ მუშები.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე