|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტთან დაშვებული მუშა მე–5 დღეა რეანიმაციაში იმყოფება

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავებული მუშა კვლავ სავადმყოფოში რჩება. 24 წლის ლევა სილაგავა მკურნალობის კურსს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ის 23 აგვისტოს მოათავსეს.

დაშავებული მუშის სანახავად საავადმყოფოს ადმინისტრაცია ჟურნალისტებს არ უშვებს. ინტერვენციული მედიცინის ცენტრის პრესსამსამხურში კი აცხადებენ, რომ  „პაციენტის მდგომარეობა ძალიან კარგია. ველოდებით, რომ ხუთშაბათს გადმოიყვანენ რეანიმაციიდან,“ – ამბობენ სამედიცინო დაწესებულების პრესასამხურში.

შეგახსენებთ,რომ ლევან სილგავა პარლამენტთან მიმდინარე მშენებლობაზე ხარაჩოდან ჩამოვარდა. თავდაპირველად მისი გარდაცვალების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რასაც არც საავადმყოფოსა  და არც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები არ ადასტურებდნენ. 

შეგახსენებთ, რომ ლევან სილაგავას გარდა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთი მუშა დაშავდა, ხოლო რამდენიმე თვის წინ პარლამენტთან მომხდარ ნგრევას 60 წლის რეზო ნებიერიძის  სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე