ქუთაისის ცენტრალური მოედანი წყლით დაიტბორა
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მანქანების
სავალი ნაწილი წყლით დაიტბორა. ქალაქის ახლად რეაბილიტირებული ტერიტორიის
წყლით დატბორვის მიზეზი, როგორც გაირკვა, გაუმართავი სანიაღვრე სისტემაა. აღნიშნულ
ტერიტორიაზე მყოფი მუშების განმარტებით, სანიაღვრე
სისტემა გაჭედილია, რის გამოც ადგილზე ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის კეთილმოწყობის
სამსახურის უფროსთან დაკავშირება, „ნიუპრესმა“ ამ დრომდე ვერ შეძლო.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა