|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიტოვებული სამუშაოს მიზეზით ფალიშვილის ქუჩა მოირწყა

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, წიგნების ბაზრობის ტერიტორიაზე, ამ წუთებში, სასმელი წყალი იღვრება.  წიგნებით მოვაჭრეების განცხადებით, აღნიშნულ ადგილას გუშინ მუშები ასრულებდნენ სამუშაოებს. მათი ვარაუდით, სწორედ ამ დროს მოხდა წყლის მილის დაზიანება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის–ცენტრში აცხადებენ, რომ პრობლემა მათთვის ცნობილია და სარემონტო ჯგუფი დღის მეორე ნახევარში განაგრძობს სამუშაოებს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე