ზესტაფონის "ფეროს" მოსახლეობის ჯანმრთელობა ეწირება
ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მიერ რაიონის მოსახლეობის დაავადებაზე გააკეთა აქცენტი
დღევანდელ ბრიფინგზე „ახლების“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა შავგულიძემ.
მისი თქმით, ფეროშენადნობი ქარხანა სახელმწიფოსათვის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს,
თუმცა ის მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა დ სიცოცხლის
ხანგრძლივობის კლების საფრთხის წინაშე არიან როგორც ქარხანაში დასაქმებული ადამიანები, ისე ზესტაფონის მოსახლეობა. მუშებისგან ვიცი, რომ
დაახლოებით 2 თვის წინ საწარმოში ფილტრები
შეცვალეს, თუმცა ამას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა. ზესტაფონში დიდია ონკოლოგიურ ავადმყოფთა რაოდენობა.
იმ დროს, როდესაც რაიონში მილიონები იხარჯება წინასაარჩევნო კამპანიად ქცეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ყურადღების მიღმა
რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობის საკითხი და რაიონის ეკოლოგიური მდგომარეობა. გარემოს
დაცვის სამინისტრო, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე უნდა იზრუნოს, ქარხნის მხოლოდ დაჯარიმებითა
და ფულის შოვნით შემოიფარგლება,“ – ამბობს
კახა შავგულიძე.
„ახლების“ მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, ისინი
პრინციპულად და უალტერნატივოდ აყენებენ ქარხნიდან გამონაბოლქვის გაფილტვრის, მისი ნორმამდე
დაყვანისა და ზესტაფონის ეკოლოგიურად სუფთა ქალაქად გარდაქმნის საკითხს.
„ჩვენი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ზესტაფონში
მოეწყობა ონკოლოგიური დაავადებების კვლევისა
და დიაგნოსტიკის ცენტრი, რისთვისაც ზესტაფონლებს სხვა ქალაქსა და ხშირად დედაქალაქშიც
უწევთ ჩასვლა,“ – ამბობს კახა შავგულიძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე