ქუთაისში მოსახლეობა მერიას სასწრაფო დახმარებას სთხოვს [VIDEO]
ქუთაისში,
ზაზა მალანიას ქუჩაზე, გუშინ ძლიერი ნალექის მოსვლის შედეგად, საცხოვრებელი სახლები
დაიტბორა. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები განმარტავენ, ეს პირველი შემთხვევა არ არის. მოსახლეობა
ხელისუფლებას სანიაღვრე სისტემის სასწრაფო
გამოცვლას სთხოვეს. „წყალს მიაქვს პირველი სართული. ამიტომაც სახლი კი არა საცურაო
აუზი გვაქვს. უკვე იმის შიში გვაქვს, სახლი არ დაგვილპეს და არ ჩომოგვენგრეს. წლებია,
ასეთ დღეში ვართ“, – ამბობს მალანიას ქუჩის
მკვიდრი მედეა კუჭავა.
როგორც ირკვევა, მალანიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში წყლის ნალექის უკონტროლობას ზემოთაღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა იწვევს. „ჩვენს ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა 1970–იანი წლების მერე არ შეცვლილა. პრაქტიკულად, სანიაღვრე სისტემა არ არსებობს ამიტომაც გვახრჩობს ქუჩიდან შემოსული წყლის ნალექი“, – აცხადებენ ადგილობრივები. მათი განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა არასოდეს დაინტერესებულა ამ პრობლემით. „იციან, მაგრამ არანაიარი რეაგირება ამდრომდე არ არის“, – აღნიშნავენ ადგილობრივები.
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს მალანიას ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია არ იგეგმება. „მხოლოდ გაწმენდითი სამუშაოები შეიძლება ჩაუტარდეს“, – ამბობს ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.
ავტორი: თეკლა მორგოშია