|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო აგიტაციისთვის ჩინელებს იყენებს“

,,ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო აგიტაციისთვის ჩინელებს იყენებს“ - ამ ბრალდებას ხელისუფლებას ,,თავისუფალი საქართველოს“ ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი გია ყრუაშვილი უყენებს. მისი თქმით, ხარაგაულში, მოლითი-მარელისის გზის მონაკვეთზე ჩინელები არიან დასაქმებულები, რომლებიც 5–იანით გაფორმებული ,,მე მიყვარს საქართველოს“ მაისურებით მუშაობენ. ყრუაშვილის მტკიცებით, ხარაგაულში ჩინელების გარკვეულ ნაწილს ქართული სახელები და გვარები აქვს, საქართველოს მოქალაქეები არიან და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლებით სარგებლობენ.    

,,ჩინელების შემოსვლა და დამკვიდრება საქართველოში განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში საარჩევნო წელს შევიდა. ხდება ჩინელების მასიურად ქართულ გვარებზე ჩაწერა, დასაქმება სხვადასხვა ობიექტებზე და მათთვის იმ პროვილეგიების მინიჭება, რითაც ხშირ შემთხვევაში ქართველები ვერ სარგებლობენ. ამის სანაცვლოდ ხელისუფლების მხრიდან ხდება მათი ჩართვა ,,ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო აგიტაციაში. ხუთიანის შემოხაზვის შემთხვევაში, საქართველოს ეყოლება ჩინელი პოლიციელები, გამგებლები“ - აღნიშნა გია ყრუაშვილმა.

,,თავისუფალი საქართველოს“ მონაცამებით, საქართველოში საცხოვრებლად ბოლო წლებში, დაახლოებით, 40 000 ჩინეთის მოქალაქე ჩამოვიდა. გია ყრუაშვილის განცახდებით, ხელისუფლება ქართველ ხალხში დასაყრდენი აღარ დარჩა და იმედებს უცხოეთიდან შემოსული ემიგრანტებზე ამყარებს. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე