"ერთი მილიარდი ამბოხებული" ქუთაისში
"ერთი მილიარდი ამბოხებული" ასეთი სახელწოდებით აქცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა "მშვიდობის კორპუსის" მოხალისეებთან ერთად გამართეს. მონაწილეებმა ცეკვებით, სიმღერებით და სხვადასხვა აქტივობებით ქალათა მიმართ ძალადობა დაგმეს. "ვალენტინობის დღესასწაულზე ტრადიციულად მსოფლიოს მასტაბით გამოდიან ქალბატონები და სხვადასხვა სახის პოზიტიური აქტივობებით უარს ეუბნებიან ძალადობას. დღეს აქ გარდა ახლაგაზრდა იურისტებისა, წარმოდგენილი არიან სხვადსახვა არასამავრობო ორგანიზაციები და ერთად ვუერთდებით მსოფლიო კამპანიას",- განაცხადა ახალგაზრდა იურისთა ასოცოაციის ქუთაისის ფილიალის იურისტმა მაკა ცერცვაძემ.
ავტორი: ანა ჯიქია