|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის 26–ე წლისთავი აღინიშნა

ქუთაისში, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის 26 – ე წლისთავი აღინიშნა. ავღანეთის ომის ვეტერანებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ 200 ლარიანი დახმარება გადასცა.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და ავღანეთში მებძოლმა ჯარისკაცებმა ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე ტაძრის მოძღვარმა მამა ხარიტონმა  დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.  
ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა 1989 წლის 15 თებერვალს დამთავრდა, რომლითაც შესრულდა ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმება ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ.

ავტორი: ნიუპრესი