|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოსო გაბრიჭიძე- "ქუთაისში ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აშენდება"

 ქუთაისში, ქალაქის ცენტრში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი წლების წინ მოეწყო, თუმცა დღემდე უფუნქციოა. როგორც ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა სოსო გაბრიჭიძემ "ნიუპრესს" განუცხადა, აღნიშნული ობიექტი, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოეწყო, ამჟამად შენობა ამორტიზირებული და გამოსაყენებლად უვარგისია"შენობა ტურისტებისთვის მოუხერხებელ ადგილას არის განთავსებული, ამავდროულად პატარაა მისი საქმისთვის, აუცილებლად საჭიროა ახალი ტურისტული ცენტრი, რომლის პროექტიც ქალაქის მერთან შეთანხმეულია. მალე გამოცხადადდება კონკურსი. შენობა შერჩეულია წითელი ხიდის გვერდით( ყოფილი არქიტექტორების შენობა).

ქუთაისში გაკეთდება ძალიან თანამედროვე და ევრო სტანდარტების ტურისტული საინფორმაციო ცენტრი,"-განაცხადა სოსო გაბრიჭიძემ.

შეგახსენებთ, ტურისტთა საინფორმაციო ცენტრი ქუთაისში 2011 წლის 4 აპრილს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით   გაიხსნა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი